კაბლის N1 საჯარო სკოლაში მათემატიკის წამყვანმა მასწავლებელმა ლამარა ტაბატაძემ განახორციელა სკოლის და თემის საჭიროებების კვლევა, რომელმაც აჩვენა, რომ სასკოლო საზოგადოება მთავარ პრობლემად თვლის სახელმწიფო ენის ფლობის დაბალ კომპეტენციას. სკოლამ გადაწყვიტა ამ პრობლემის მოსაგვარებლად არაფორმალური განათლებისა და სწავლების სტრატეგიების გამოყენება. პროექტის "ძმაო, ძმითა ხარ ძლიერი" ფარგლებში დაიდგა სპექტაკლი "შიშველი მეფე" ქართულ ენაზე მათემატიკის წამყვანი მასწავლებლის ლამარა ტაბატაძის ხელმძღვანელობით, მომზადდა სიტყვები და მონტაჟები, დაიხატა პოსტერები ქართული როგორც მეორე ენის მასწავლებლის ნონა მაისურაძის ხელმძღვანელობით, მომზადდა ქართული ცეკვები და სიმღერები ქართული როგორც მეორე ენის მასწავლებლების ელზა მუსალიევას და ხათუნა გოგობერიშვილის და ხელოვნების მასწავლებლის მალაჰათ ალიევას ხელმძღვანელობით. პროექტი მიზნად ისახავდა ქართული ენის შესწავლის მხარგაჭერას არაფორმალურ გარემოში. ჩვენი ნამუშევარი საზოგადოებას დედაენის დღისადმი მიძღვნილ ზეიმზე წარვუდგინეთ ამა წლის 15 აპრილს. გთავაზობთ სპექტაკლის ლინკს: https://youtu.be/pGsO9z3izr4?si=cM4fq_r72FLbSbRH
ჩვენს სკოლაში ჩატარდა პოეზიის საღამო სამშობლოს სიყვარულის თემაზე. ეს იყო ერთობლივი პროექტი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ თელის საჯარო სკოლასთან. საღამო მოამზადეს მასწავლებლებმა ლამარა ტაბატაძემ, ნონა მაისურაძემ , და ელზა მუსალიევამ. თელის საჯარო სკოლიდან საღამოს მომზადებაში მონაწილეობდნენ ინგლისური ენის პედაგოგი ციცინო შემშენოვი და მუსიკის მასწავლებელი ნონა გელაშვილი. მოსწავლეებმა ძალიან მოინდომეს,გაეჯიბრნენ ერთმანეთს საქართველოს სიყვარულში და საღამო ნამდვილ პოეზიის ზეიმს დაემსგავსა. დიდი მადლობა ორგანიზატორებსაც და მონაწილეებსაც.
Comments
Post a Comment