ჩვენს სკოლაში ჩატარდა პოეზიის საღამო სამშობლოს სიყვარულის თემაზე. ეს იყო ერთობლივი პროექტი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ თელის საჯარო სკოლასთან. საღამო მოამზადეს მასწავლებლებმა ლამარა ტაბატაძემ, ნონა მაისურაძემ , და ელზა მუსალიევამ. თელის საჯარო სკოლიდან საღამოს მომზადებაში მონაწილეობდნენ ინგლისური ენის პედაგოგი ციცინო შემშენოვი და მუსიკის მასწავლებელი ნონა გელაშვილი. მოსწავლეებმა ძალიან მოინდომეს,გაეჯიბრნენ ერთმანეთს საქართველოს სიყვარულში და საღამო ნამდვილ პოეზიის ზეიმს დაემსგავსა. დიდი მადლობა ორგანიზატორებსაც და მონაწილეებსაც.
₾იტერატურული ალმანახი სსიპ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბლის N1 საჯარო სკოლა Pişikl ə r dünyasında S e vinc İbrahimov a სევინჯ იბრაგიმოვა წინასიტყვაობა სიტყვების ტვირთივი მძიმე და მტკივნეული ხდება ხანდახან ადამიანისთვის. როცა მოხუცებული ხარ და უყურებ წიგნის გვერდებზე განფენილ სიტყვებად წოდებულ ჭეშმარიტებას. გეშინია, ვაი, თუ ეს ბოლო ფურცლებია? ამ დროს დიდი ქართველი მწერლის შოთა ნიშნიანიძის სიტყვები თითქოს თავისით მოფრინავენ: "ჰეი, ვინ მოდის მანდ, მომავლიდან?" არც როგორც მწერალი, არც როგორც მკითხველი, სიტყვას ზერელედ არასდროს ვეკიდებოდი, მაგრამ არასოდეს მიმიღია სიტყვა ისე სერიოზულად როგორც ახლა (მგონი), ღმერთო! ოსტატი ვაგიფ ბაიათლი, აზერბაიჯანის ერთ-ერთი დიდებული პოეტი, თავის ერთ-ერთ ლექსში წერს: " სამეფო ცხენიდან და მეშვიდე ციდან ვერ ჩამოვარდები !" დიახ, ზემოაღნიშ...
Comments
Post a Comment