კაბლის N1 საჯარო სკოლაში მათემატიკის მასწავლებლის ლამარა ტაბატაძის ხელმძღვანელობით დაიდგა სპექტაკლი "ბოროტსა სძლია კეთილმან". სპექტაკლის მიზანი იყო ქართული ენის სწავლების ხელშეწყობა არაფორმალურ გარემოში. სპექტაკლით მონაწილეობა მივიღეთ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ დამოცხადებულ კონკურსში "ჩემი პირველი ქართული როლი". სპექტაკლმა ჟიურის განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა და სკოლას გადაეცა სიგელი და ხუთასლარიანი წიგნების მაღაზიის ვაუჩერი. ბავშვებმა თვითონ შეადგინეს მათთვის სასურველი წიგნების სია და შევიძინეთ საბავშვო ლიტერატურა ქართულ ენაზე.
ჩვენს სკოლაში ჩატარდა პოეზიის საღამო სამშობლოს სიყვარულის თემაზე. ეს იყო ერთობლივი პროექტი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ თელის საჯარო სკოლასთან. საღამო მოამზადეს მასწავლებლებმა ლამარა ტაბატაძემ, ნონა მაისურაძემ , და ელზა მუსალიევამ. თელის საჯარო სკოლიდან საღამოს მომზადებაში მონაწილეობდნენ ინგლისური ენის პედაგოგი ციცინო შემშენოვი და მუსიკის მასწავლებელი ნონა გელაშვილი. მოსწავლეებმა ძალიან მოინდომეს,გაეჯიბრნენ ერთმანეთს საქართველოს სიყვარულში და საღამო ნამდვილ პოეზიის ზეიმს დაემსგავსა. დიდი მადლობა ორგანიზატორებსაც და მონაწილეებსაც.
Comments
Post a Comment