დედაენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა 15 აპრილს, სოფელ კაბლის # 1 საჯარო სკოლაში. ღონისძიების მომზადებაში აქტიურად მონაჭილეობდნენ მასწავლებლები ლამარა ტაბატაძე, ნონა მაისურაძე და ელზა მუსალიევა. ლამარა ტაბატაძის ხელმძღვანელობით დაიდგა სპექტაკლი "შიშველი მეფე" სპეციალურად დედაენის დღისთვის, ხოლო მონტაჟებსა და ცეკვებზე იზრუნეს ელზა მუსალიევამ და ნონა მაისურაძემ.

ჩვენს მიერ მიერ ქართული ენისადმი მიძღვნილ ღონისძიებას ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, კახა ჯამბურია, მუნიციპალიტეტის მერი , ჯონდო მდივნიშვილი, საკრებულოს სოციალური, კულტურის, განათლების და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე ეკატერინე ლეკიაშვილი, საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი, ხათუნა შუშტაკაშვილი და საჯარო სკოლის პედაგოგები დაესწრნენ.
დედაენის დღე საქართველოში 1990 წლიდან აღინიშნება. 1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების მიხედვით, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა.
14აპრილიდედაენისდღეა, გილოცავთ ყველას ჩვენი სკოლის სახელით!
მადლობა მასწავლებლებს და მათ ყოჩაღ მოსწავლეებს!











Comments

Popular posts from this blog