საკვლევი თემა:     V-VI კლასების მოსწავლეებში მათემატიკის სწავლის  მოტივაციის ამაღლება      

კვლევის ავტორი: სსიპ - ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბლის №1 საჯარო სკოლის მათემატიკის მასწავლებელი ლამარა ტაბატაძე



2018 – 2019 სასწავლო წელი

ემს მიერ განხორციელებული  კვლევა ეხება V-VI კლასის მოსწავლეთა დაბალ აკადემიურ მოსწრებას მათემატიკაში, რომელიც განპირობებულია დაბალი  მოტივაციით, ან მისი არქონით და შესაბამისა საგაკვეთილო პროცესში მოსწავლეთა დაბალი ჩართულობით. საკვლევი საკითხს წარმოადგენს: როგორ და რა საშუალებებით შეიძლება  ავამაღლოთ მოსწავლეთა მოტივაცია მათემატიკაში?
პრაქტიკული კვლევის პროცესში გამოვიყენე როგორც თვისობრივი ასევე რაოდენობრივი კვლევის ინსტრუმენტები. ინტერვიუე, დისკუსია მოსწავლეებთან, კითხვარები პედაგოგებისთვისა და მშობლებისთვის, კითხვარები მოსწავლეებისთვის და სხვა.
კვლევის შედეგად გამოკვეთილმა პრობლემებმა ცხადყო, რომ გაკვეთილზე საჭიროა სწავლების მრავალფეროვანი მეთოდების გამოყენება, რათა მოსწავლეებმა გაკვეთილზე არ „მოიწყინონ“ და მეტი ხალისითა და მოტივაციით ჩაერთონ სასწავლო პროცესში.

















შესავალი--------------------------------------------------------------------------------------  5
1. ლიტერატურის მიმოხილვა ---------------------------------------------------------------- 6
2. კვლევის მეთოდები ------------------------------------------------------------------------------7
     2.1 ინფორმაცია სკოლის შესახებ  -------------------------------------------------------------- 7
     2.2 კვლევის პროცესის ზოგადი მიმოხილვა ------------------------------------------------- 8
           2.2.1     კვლევის მიზანი და ამოცანები -----------------------------------------------------9
           2.2.2 კვლევის პროცესი                        ------------------------------------------------------ 9
    2.3 კვლევის ინსტრუმენტები                    ------------------------------------------------------ 9
           2.3.1 თვისობრივი კვლევის ინსტრუმენტები -------------------------------------------  9
           2.3.2 რაოდენობრივი კვლევის ინსტრუმენტები---------------------------------------- 10
           2.3.3 სამიზნე ჯგუფი-----------------------------------------------------------------------  10
           2.3.4 კვლევის მეთოდოლოგიური შეზღუდვები
           2.3.5 კვლევის სანდოობა-----------------------------------------------------------------    11
     2.4  ცვლილებების თეორიული დასაბუთება ---------------------------------------------    11
           2.4.1 ინტერვენციის დაგეგმვა   -----------------------------------------------------------  12
3. კვლევის შედეგები
      3.1 ფოკუს ჯგუფების შედეგები-------------------------------------------------------------  12
      3.2 ჩაღრმავებული ინტერვიუების შედეგები----------------------------------------------  12
       3.3 რაოდენობრივი კვლევის შედეგები -----------------------------------------------------14
       3.4 კვლევის ძირითადი დასკვნები---------------------------------------------------------- 23
       3.5 ინტერვენციის განხორციელება--------------------------------------------------------   23
       3.6 ინტერვენციის შეფასება ------------------------------------------------------------------ 24
5. რეკომენდაციები-------------------------------------------------------------------- 24
  
---------------------------------------------------------------------------- 25
    დანართები


    დანართი 1 კითხვარები მოსწავლეებისათვის -------------------------------------------- 25
    დანართი 2 კითხვარები  ფოკუს ჯგუფისთვის ------------------------------------------- 26
    დანართი 3  კითხვარები მშობლებისთვის-------------------------------------------------- 27
     დანართი 4 კითხვარი პედაგოგებისთვის ---------------------------------------------------28
 გამოყენებული ლიტერატურა---------------------------------------------------------------- 29
 კვლევის რეფლექსია----------------------------------------------------------------     29








შესავალი
ვასწავლი მათემატიკას V-VI კლასებში. ვთვლი, რომ განსაკუთრებული პრობლემაა ჩემს პედაგოგიურ პრაქტიკაში მოსწავლეთა სწავლის დაბელი მოტივაცია სხვა დაწყებით კლასებთან შედარებით.
ჩემი საკვლევი საკითხია - რატომ არის უფრო დაბალი მათემატიკის სწავლის მოტივაცია V-VI კლასებში და  როგორ ავამაღლო სწავლისმოტივაცია ამ კლასებში?
როგორც მოგეხსენებათ, მოსწავლეთა მოტივაცია პირდაპირ კავშირშია საგაკვეთილო პროცესში ჩართულობასთან და მოსწავლეების აკადემიურ მოსწრებასთან. ამიტომ ძალზე მნიშვნელოვანია ნებისმიერი მასწავლებლისთვის.
საკვლევი კითხვებია:
1.      ხომ არ არის მოსწავლეთა დაბალი მოტივაცია ნაწილობრივ გამოწვეული ჩემს მიერ სწავლების დროს გამოყენებული მეთოდების არასაკმარისი მრავალფეროვნებით, რამდენად მრავალფეროვან აქტივობებს ვთავაზობთ  მოსწავლეებს გაკვეთილზე?
2.        ეხმარებიან თუ არა მშობლები  თავიანთ შვილებს  სახლებში?
3.      რა შეიძლება შევთავაზო მოსწავლეებს რაც მათთვის სასწავლო პროცესს უფრო საინტერესოს გახდის?
როგორც უკვე მოგახსენეთ, ჩემი კვლევაც უკავშირდება ჩემს პირად პრაქტიკაში არსებულ პრობლემებს. წარმოდგენილი კვლევის საშუალებით ვახდენ მათ  იდენტიფიცირებასა, ვგეგმავ ინტერვენციებს და ვახორციელებ მათ.  ამის შემდეგ  ვაფასებ და ვაანალიზებ მიწეულ შედეგებს.
მნიშვნელოვანად, მიმაჩნია, ამ კლასების სხვა მასწავლებლებიც უჩივიან მოსწავლთა მოტივაციის მკვეთრ ვარდნას ასე, რომ საკვლევი  პრობლემა აქტუალურია ყველა თანამშრომლისთვის , ეს ფაქტი კი უზრუნველჰყოფს მათ მაქსიმალური ჩართულობას კვლევის ყველა ეტაპზე.  საკვლევი საკითხი რომ მხოლოდ ჩემთვის იყოს მნიშვნელოვანი,  მაშინ  დანარჩენი ეტაპები ვერ შესრულდება სრულყოფილად და ინტერვენცია ვერ განხორციელდება. კვლევის შედეგად გავიგეთ თუ როგორ უნდა გავხადოთ სწავლა-სწავლების პროცესი მოსწავლეებისთვის უფრო საინტერესო, რათა ამაღლდეს მათი მოტივაცია და უზრუნველყოფილი იყოს მათი მაქსიმალური ჩართულობა სასწავლო პროცესში. 
აქვე მინდა აღვნიშნო, რომ:
1.      ინტერვენციები და სხვა აქტივობები, რომლებიც კვლევის პროცესში განვახორციელე, არავისთვის არ წარმოადგენდა არავითარ რისკს.
2.      კვლევაში ჩართული ყველა რგოლი ფლობდა ინფორმაციას ჩემი მიზნების შესახებ.
3.      კვლევის შედეგად მოპოვებული ინფორმაცია გამოყენებული იქნება მხოლოდ ზოგადი ანალიზისთვის, არ მოხდება პიროვნებების იდენთიფიცირება.
კვლევის შედეგებით შეუძლიათ ისარგებლონ სხვა პედაგოგებმაც. ეს კვლევა მათაც დაეხმარება  აუმაღლონ მოსწავლეებს მოტივაცია თავიანთ საგნებში.
ი.

1. ლიტერატურის მიმოხილვა
უკვე დიდი ხანია სკოლაში ვმუშაობ და საკუთარი პედაგოგიური გამოცდილებიდან გამომდინარე, ვთვლი, რომ სწავლის მოტივაცია არის ერთერთი უმნიშვნელოვანესი  ფაქტორი, რომელიც განაპირობებს მოსწავლის სასწავლო პროცესში ჩართულობასა და  მოსწავლის მაღალ აკადემიურ მოსწრებას.  არსებობს განათლების თეორეტიკოსების მოსაზრებები  მოტივაციის ამაღლების ტექნოლოგიებზე. როგორც ნებისმიერ სხვა საკითხთან მიმართებაში ეს მიდგომები განსხვავებულია, მაგრამ ყველა თანხმდება, შემდეგზე:
1.      მასწავლებელთა მიერ გამოყენებული სწავლა-სწავლების მეთოდები უნდა იყოს მრავალფეროვანი;
2.      უნდა მოხდეს მოსწავლის მოთხოვნილებების დადგენა, და ამ მოთხოვნილებების შესაბამისი აქტივობების შეთავაზება. მასწავლებლის მიერ შეთავაზებული აქტივობები და რესურსები მხოლოდ ამ შემთხვევაში იქნება მოსწავლისათვის  საინტერესო და გაზრდის მის მოტივაციას;
3.      მასწავლებელი მოსწავლეთა სასწავლო პროცესში ჩასართავად უნდა იყენებდეს მრავალფეროვან სტრატეგიებს.
განათლების ტექნოლოგიების სპეციალისტის ჯონ კელერის აზრით, მოტივაცია უნდა იყოს ჩაშენებული გაკვთილის გეგმაში. იგი ყორადღებას ამახვილებს ფაქტორებზე, რომელთაც ემყარება მოსწავლის სასწავლო პროცესში ჩართულობის  და სწავლის მოტივაცია. ესენია: ყურადღება, აქტუალობა, თავდაჯერებულობა, და კმაყოფილების განცდა. ეს კი მიიღწევა თუ მასწავლებელსაც და მოსწავლესაც ეცოდინება, რაში გამოადგება მას გაკვეთილზე ნასწავლი მასალა. (www.mascavlebeli.ge-ინტერნეტგაზეთი)
როგორც ვიცით, არსებობს მოტივაციის ორი სახე: გარეგანი და შინაგანი. მასწავლებელმა ორივე სახე უნდა გამოიყენოს, მაგრამ უფრო მეტად მნიშვნელოვანია სინაგანი მოტივაციის გაძლიერება. თამაშით შეთავაზებული სწავლება კი განპირობებულია მოსწავლის შინაგანი მოტივაციით, რადგან თამაში ყველა ბავშვის შინაგანი მოთხოვნოლებაა.

რაც შეეხება მასწავლებლის მიერ გამოყენებული მეთოდების მრავალფეროვნებას, მოვახდინეთ ლიტერატურის მიმოხილვა ამ მიმართულებით.  მასწავლებელმა შეიძლება გამოიყენოს  მეთოდები ან მათი სხვადასხვა ვარიაციები:
 1. დისკუსია/დებატები ინტერაქციული სწავლების ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მეთოდია. დისკუსიის პროცესი მკვეთრად ამაღლებს მოსწავლეთა ჩართულობის ხარისხსა და აქტივობას. დისკუსია შესაძლოა კამათში გადაიზარდოს. ეს პროცესი არ შემოიფარგლება მასწავლებლის მიერ დასმული შეკითხვებით. ეს მეთოდი უვითარებს მოსწავლეს კამათისა და საკუთარი აზრის დასაბუთების უნარს.
2. ჯგუფური (collaborative) მუშაობა. ამ მეთოდით სწავლება გულისხმობს ჯგუფის წევრებს შორის ფუნქციების გადანაწილებას. ეს სტრატეგია უზრუნველყოფს ყველას მაქსიმალურ ჩართულობას სასწავლო პროცესში.

3. პრობლემაზე დაფუძნებული სწავლება (PBL) სასწავლო მეთოდია, რომელიც ახალი ცოდნის მიღებისა და ინტეგრაციის პროცესის საწყის ეტაპად იყენებს პრობლემას.
4. თანამშრომლობითი (cooperative) სწავლება სწავლების იმგვარი სტრატეგიაა, სადაც ჯგუფის თითოეული წევრი ვალდებულია, არა მხოლოდ თავად შეისწავლოს საგანი, არამედ თანაგუნდელსაც დაეხმაროს მის უკეთ შესწავლაში. ჯგუფის თითოეული წევრი მუშაობს პრობლემაზე, ვიდრე ყოველი მათგანი არ დაეუფლება საკითხს.
5. ევრისტიკული მეთოდი ეფუძნება მოსწავლეთა წინაშე დასმული ამოცანის ეტაპობრივი გადაწყვეტის პრინციპს. ეს ამოცანა სწავლების პროცესში ფაქტების დამოუკიდებლად დაფიქსირებისა და მათ შორის კავშირების დანახვის გზით სრულდება.
6. შემთხვევის ანალიზი (Case study). მასწავლებელი განიხილავს კონკრეტულ შემთხვევებს, რომლებიც ყოველმხრივ და საფუძვლიანად შეისწავლის საკითხს. მაგალითად, საზოგადოებრივ მეცნიერებაში ეს შეიძლება იყოს კონკრეტული, ვთქვათ ყარაბახის (სომხეთ-აზერბაიჯანის) კონფლიქტის ანალიზი და . .
7. გონებრივი იერიში (Brain storming). ეს მეთოდი გულისხმობს კონკრეტული თემის ფარგლებში კონკრეტული საკითხის/პრობლემის შესახებ მაქსიმალურად მეტი, სასურველია, რადიკალურად განსხვავებული იდეის ჩამოყალიბებასა და მათი გამოთქმის ხელშეწყობას. მეთოდი ხელს უწყობს პრობლემისადმი შემოქმედებითი მიდგომის განვითარებას.

8. როლური და სიტუაციური თამაშები. სცენარის მიხედვით განხორციელებული როლური თამაშები მოსწავლეებს საშუალებას აძლევს, სხვადასხვა კუთხით შეხედონ საკითხს და ეხმარება მათ ალტერნატიული თვალსაზრისის ჩამოყალიბებაში. ისევე როგორც დისკუსია, როლური თამაშებიც უყალიბებს მოსწავლეს საკუთარი პოზიციის დამოუკიდებლად გამოთქმისა და მისი დაცვის უნარს.
9. დემონსტრირების მეთოდი ინფორმაციის ვიზუალურად წარმოდგენას გულისხმობს და საკმაოდ ეფექტურია. ხშირად უმჯობესია, მასალა ერთსა ად იმავე დროს აუდიო- და ვიზუალური გზით მივაწოდოთ მოსწავლეებს. შესასწავლი მასალის დემონსტრირება შეიძლება განახორციელონ როგორც მასწავლებელმა, ისე მოსწავლემ. ამ მეთოდით თვალსაჩინოებას ვმატებთ სასწავლო მასალის აღქმის სხვადასხვა საფეხურს, ვაკონკრეტებთ, რის გაკეთება მოუწევთ მოსწავლეებს დამოუკიდებლად. ამავე დროს, ეს სტრატეგია ვიზუალურად წარმოაჩენს საკითხის/პრობლემის არსს. დემონსტრირება შეიძლება მოხდეს როგორც მარტივად, მაგალითად, მათემატიკური ამოცანის ამოხსნით, მისი საფეხურების დაფაზე თვალსაჩინოდ წარმოდგენით, ისე რთული ფორმითაც, მაგალითად, მრავალსაფეხურიანი საბუნებისმეტყველო ექსპერიმენტის ჩატარებით.

10. ინდუქცია, დედუქცია, ანალიზი და სინთეზი.
სწავლების ინდუქციური მეთოდი განსაზღვრავს ნებისმიერი საგნობრივი ცოდნის ისეთ ფორმას, როდესაც სწავლის პროცესში აზრის მსვლელობა კერძოდან საზოგადოსკენ, ფაქტებიდან განზოგადებისკენ არის მიმართული.
სწავლების დედუქციური მეთოდი განსაზღვრავს ნებისმიერი საგნობრივი ცოდნის გადაცემის ისეთ ფორმას, რომელიც ზოგად ცოდნაზე დაყრდნობით ახალი ცოდნის აღმოჩენის ლოგიკურ პროცესს წარმოადგენს, ანუ პროცესი ზოგადიდან კონკრეტულისკენ არის მიმართული.



სასწავლო პროცესში ანალიზის მეთოდი გვეხმარება სასწავლო მასალის როგორც ერთი მთლიანის შემადგენელ ნაწილებად დაშლაში. ეს აადვილებს რთული პრობლების წიაღში არსებული ცალკეული საკითხების დეტალურ გაშუქებას.




სინთეზის მეთოდი შებრუნებული პროცედურაა, ანუ ცალკეული საკითხების დაჯგუფებით ერთი მთლიანის შედგენა. ეს მეთოდი ხელს უწყობს პრობლემის როგორც მთელის დანახვის უნარის განვითარებას.
11. ახსნაგანმარტებითი მეთოდი ეფუძნება მსჯელობას მოცემული საკითხის ირგვლივ. პროფესორს მასალის გადმოცემისას მოჰყავს კონკრეტული მაგალითი, რომლის დაწვრილებით განხილვაც ხდება მოცემული თემის ფარგლებში.
12. ქმედებაზე ორიენტირებული სწავლება მოითხოვს პროფესორისა და სტუდენტის აქტიურ ჩართულობას სწავლის პროცესში, სადაც განსაკუთრებულ დატვირთვას იძენს თეორიული მასალის პრაქტიკული ინტერპრეტაცია.


 მოსწავლეთა სწავლის მოტივაციის გაზრდის მიზნით დიდი მნიშვნელობა აქვს მოსწავლეთა მოთხოვნილებების დადგენას.
მოსწავლეთა ინდივიდუალური საჭიროებები როგორც წესი, ერთმანეთისგან  განსხვავდება. მოთხოვნების კლასიფიკაციას გვთავაზობს  ამერიკელი ფსიქოლოგი აბრაჰამ მასლოუ: (ე.წ. მასლოუს პირამიდა).

მასლოუს მოთხოვნილებათა იერარქიულ მოდელში ბიოლოგიური, ანუ საბაზისო მოთხოვნილებები ყველაზე დაბალ საფეხურზე განიხილება, ხოლო პიროვნების განვითარებისა და საკუთარი თავის რეალიზაციის მოთხოვნილებები _ ყველაზე მაღალ საფეხურზე. განათლების მიზნები ორიენტირებულია უფრო მაღალი მოთხოვნილებების ყოველდღიურ აუცილებლობად ქცევაზე. მოსწავლეებს  ისეთი უნარები და დამოკიდებულებები უნდა ჩამოუყალიბდეთ, როგორიც არის გუნდურად მუშაობის უნარი, სოციალური აზროვნება, სხვისი აზრის მოსმენა და გაზიარება, თვითრეალიზება და ..

რადგან ეფექტური სწავლება მოსწავლეთა მოტივაციის დონეზეა დამოკიდებული,
საჭიროა მასწავლებელმა  შეძლოს მოსწავლეთა საჭიროებებისა და მოთხოვნილების დადგენა, განსაზღვროს, მასლოუს იერარქიის პირამიდის რომელ საფეხურზეა მოსწავლე და რა მოტივები უდევს საფუძვლად მის სწავლას. შედეგად მასწავლებელი შეძლებს შეიმუშაოს  ადეკვატური სტრატეგიები, რითაც უზრუნველყოფს სასწავლო პროცესში მოსწავლეთა აქტიურ ჩართვასა და მათი მოტივაციის ამაღლებას. ერთ ერთ მნიშვნელოვან სტრატეგიად, რომელიც მასლოუს პირამიდის ყველა საფეხურზე შეიძლება წარმატებით გამოვიყენოთ, შეიძლება განვიხილოთ თამაში, რადგან . უზნაძის თეორიის თანახმად, თამაშის ძირითად არსს ბავშვის შესაძლებლობათა აქტივაცია წარმოადგენს და თამაში ყველა ბავშვის ბუნებრივი მოთხოვნოლებაა.
კვლევამ მიგვიყვანა დასკვნამდე, რომ განსაკუთრებით გაიზრდება მოსწავლეთა მოტივაცია, თუ სწავლებაში ხშირად ჩავრთავთ სათამაშო აქტივობებს. თა­მაშ­ში ბავ­­ვე­ბი ხა­ლი­სით ერ­­ვე­ბი­ან და ინ­ტე­რე­სით ას­რუ­ლე­ბენ და­ვა­ლე­ბებს, ხდე­ბი­ან უფ­რო კონ­ცენ­­რი­რე­ბუ­ლე­ბი და ყუ­რადღე­ბი­­ნე­ბი, რაც სა­შუ­­ლე­ბას აძ­ლევს მათ, უკე­თე­სად აით­ვი­სონ და გა­­აზ­რონ შე­სას­წავ­ლი მა­სა­ლა. თა­მა­ში ეხ­მა­რე­ბა ბავ­­ვებს, ემო­ცი­­ბის სა­შუ­­ლე­ბით, უფ­რო მარ­ტი­ვად, და­მო­­კი­დებ­ლად ააშე­ნონ ახა­ლი ცოდ­ნა და გა­მოც­დი­ლე­ბა, უკ­ვე არ­სე­ბულ­ზე დაყ­­­ნო­ბით; თამაში, როგორც ქვემოთ მოტანილი სქემიდანაც ჩანს, უვითარებს მოსწავლეებს მრავალ სასარგებლო უნარს.
http://mastsavlebeli.ge/uploads/t.png

ასევე მნიშვნელოვანია მოტივაციის ამაღლებისა და მოსწავლეთა საგაკვეთილო პროცესში აქტიურად ჩართვის მიზნით გამოვიყენოთ ეფექტური და ეფექტიანი სტრატეგიები. გაკვეთილის პროცსში მოსწავლეთა აქტიური ჩართვა ძალზედ მნიშვნელოვანი საკითხია.
ბრიტანელმა მეცნიერებმა შეიმუშავეს .. CLEAR მეთოდი, რომელიც თანამონაწილეობისთვის ხელის შემშლელი ფაქტორების დიაგნოსტირებისა და მათ დასაძლევად რეკომენდაციების შემუშავების საშუალებას იძლევა.
CLEAR მეთოდის ფაქტორები

სწავლა სწავლების კომპონენტები

Can do – მონაწილეებს შეუძლიათ მონაწილეობა (აქვთ სათანადო რესურსი, ცოდნა, გამოცდილება,უნარები)

წინარე ცოდნა და საჭირო რესურსები ეხმარება მოსწავლეს, ჩაერთოს გაკვეთილში

Like to – მონაწილეებს სურთ მონაწილეობა

მოტივაცია სწავლა-სწავლების პროცესში მოსწავლის ჩართულობის უმნიშვნელოვანესი საფუძველია

Enebled to – არსებობს მონაწილეობის მექანიზმები

სწავლების მეთოდები ის მექანიზმებია, რომლებითაც ხდება საგაკვეთილო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობის უზრუნველყოფა

Asked to ხდება მსმენელთა მობილიზება

მოსწავლეთა ორგანიზება მოსწავლეთა მობილიზების საშუალებაა

Responded to – არსებობს უკუკავშირი (მოსწავლეები ხედავენ მონაწილეობის შედეგს)

მოსწავლეთა შეფასება ის უკუკავშირია, რომელიც შეიძლება მოსწავლეთა ჩართულობის სტიმულად იქცეს





მოსწავლის მოტივაციისზრდა მნიშვნელოვანი პედაგოგიური ამოცანაა. მოტივაცია იზრდება, როდესაც მოსწავლე ხედავს, რომ მასწავლებლის პრიორიტეტი მისი წინსვლის ხელშეწყობაა და, პირიქით, იკლებს, როდესაც მიაჩნია, რომ მასწავლებლის პრიორიტეტი მისი შედეგის განსჯა-შეფასებაა; მოტივაცია იზრდება მაშინაც, როდესაც მოსწავლე ხედავს დავალების მიზანს, დარწმუნებულია მის საჭიროებაში, ამიტომ მნიშვნელოვანია, მასწავლებელმა გააგებინოს, რა მიზანს ემსახურება კონკრეტული დავალება, დაანახვოს კავშირი სკოლაში მიმდინარე საქმიანობასა და სკოლისგარე ცხოვრებას შორის.
2019 წლის  5 თებერვალს შედგა  შეხვედრა  სკოლის V-VI კლასების პედაგოგებთან და ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან. მე მათ ვესაუბრე პრაქტიკული კვლევის შესახებ, რომლის განხორციელებასაც  ვგეგმავდი. ასევე დავუსაბუთე რაოდენ მნიშვნელოვანი იყო სკოლის თითოეული რგოლის  როლი ჩემი კვლევის განხორციელების  პროცესში.



2. კვლევის მეთოდები :
კვლევის პროცესში  გამოვიყენეთ როგორც თვისებრივი, ისე რაოდენობრივი კვლევის ინსტრუმენტები.
2.1 ინფორმაცია სკოლის შესახებ
საკუთარი პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა განვახორციელე სსიპ - ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბლის №1 საჯარო სკოლაში. სკოლა აზერბაიჯანულენოვანია.
 მოსწავლეთა რაოდენობა მერყეობს  390-400 შუალედში  მერყეობს. სკოლაში დასაქმებულია  42 პედაგოგი. V-VI კლასებში სულ 32 მოსწავლე სწავლობს.
სკოლა ზოგადად შეიძლება ჩაითვალოს წარმატებულ სკოლად, რადგან ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის შედეგების მიხედვით გვყავს ბევრი წარმატებული მოსწავლე და განათლების, კულტურისა და მეცნიერების სამინისტრო ხშირად უშვებს მათ სხვადასხვა ბანაკებში აქტიური სწავლისა და დასვენების მიზნით. მიუხედავად იმისა, რომ სკოლა აზერბაიჯანულენოვანია, გვყავს მოსწავლეები, რომლებმაც სახელმწიფოსგან მიიღეს ასპროცენტიანი დაფინანსება სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებში.  სწავლება ერთცვლიანია. თუმცა ინფრასტრუქტურული პრობლემები თვალშისაცემია. სკოლა 1978 წლის შემდეგ არ გარემონტებულა, საკლასო ოთახებში ჩამოდის წყალი. ერთი სიტყვით სკოლაში რთულ  პირობებში გვიწევს სასწავლო პროცესის წარმართვა.  ჩემი პრაქტიკული კვლევის მიზანიც სწორედ სკოლაში არსებული პრობლემების იდენტიფიცირება და მათ გადასაჭრელად ცვლილებების განხორციელებაა, თუმცა ინფრასტრუქტურული ცვლილებების განხორციელება ჩვენს ძალებს მკვეთრად აღემატება. ჩემი კვლევა როგორც მოგეხსენებათ, მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებას ეხება და მისი წარმატებით განხორციელების შედეგი აისახება სწავლა-სწავლების ხარისხზე კაბლის №1 საჯარო სკოლაში.

საკვლევი საკითხია:
v  რამდენად არის დაკავშირებული მოსწავლეთა  აკადემიურ მოსწრება მათ სწავლის მოტივაციასა სასწავლო პროცესში მათ ჩართულობასთან.  
საკვლევი კითხვები:
·         რა განაპირობებს მოსწავლეთა სწავლის მოტივაციის დადაბლებას  მე-5 და მე-6 კლასებში მათემატიკაში ( სხვა საგნებშიც)? ;
·         რამდენად მრავალფეროვანია აქტივობები რომელთაც მასწავლებელი მოსწავლეებს თავაზობს?
·          ეხმარებიან თუ არა მოსწავლეებს მშობლები   სახლში,  როდესაც ბავშვს სწავლაში რაიმე პრობლემა აქვს?

ჩვენი წინასწარი მოსაზრება:
ჩემი აზრით მოსწავლეთა აკადემიურ მოსწრებაზე დიდ გავლენას ახდენს მათი მოტივაცია და საგაკვეთილო პროცესში ჩართულობა. იმის გამო, რომ  მე-5 და მე-6 კლასის მოსწავლეებში მოსწავლეების მოტივაცია  საგრძნობლად იკლებს, დაბალია ამ კლასებში აკადემიური მოსწრება.

2.2 კვლევის პროცესის ზოგადი მიმოხილვა
2.2.1 პრაქტიკული კვლევის არსი
როგორც მოგეხსენებათ, პედაგოგიური პრაქტიკის  კვლევა გახლავთ საკუთარ პედაგოგიურ პრაქტიკაში მასწავლებლის მიერ აღმოჩენილი  პრობლემის, იგივე  საკვლევი საკითხის გონივრული შესწავლა. სწორედ ამ შესწავლის პროცესში ხდება   ახალი ცოდნის გენერირება კოლეგებთან, მშობლებთან და სასკოლო თემის სხვა წევრებთან თანამშრომლობის საფუძვლეზე. ჩემი კვლევის კვლევის მთავარი პრინციპი გახლავთ  გუნდურობა, ხოლო მისი მთავარი მიზანი გახლავთ  არსებული პრობლემის მიზეზების იდენტიფიცირება, მისი გადაჭრის გზების აღმოჩენა და არსებული სურათის შეცვლა დადებითი მიმართულებით. ამ მიზნის მისაღწევად მნიშვნელოვანია თანამშრომლობა   თანამშრომლობა კოლეგებთან, რომელთაც ანალოგიური პრობლემები აქვთ მშობლებთან და სასკოლო თემის სხვა წარმომადგენლებთან. ყველა რგოლის კონსტრუქციული თანამშრომლობით შევძლებთ  საკუთარი პედაგოგიური პრაქტიკის გაუმჯობესებას, მოსწავლეთა მოტივაციის და შესაბამისად აკადემიური მოსწრების ამაღლებას, რადგან როგორც კარლსენი იტყოდა,   „მკვლევარები, მხოლოდ კვლევის პროცესზე არ არიან პასუხისმგებელნი ისინი პასუხს აგებენ  ცვლილებებზეც“.
ჩემი კვლევა საკუთარი პედაგოგიური პრაქტიკის კვლევაა და შესაბამისად მისი მიზანია ჩემი, როგორც პედაგოგის პროფესიული განვითარება, რომელიც აისახება ჩემი მოსწავლეების სწავლის  ხარისხზე და საგაკვეთილო პროცესში მათ ჩართულობაზე. შესაბამისად მოხდება  მათი აკადემიური შედეგების გაუმჯობესებაც.
მნიშვნელოვანია, რომ საკვლევი საკითხი  აქტუალურია ამ კლასების სხვა  მასწავლებლებისთვისაც,  ეს კი განაპირობებს მათი კვლევაში ჩართულობის მაღალ მოტივაციას კვლევის ყველა ეტაპზე. პერიფრაზირება რომ გავაკეთოთ, მაღალი მოტივაცია საქმის ნახევარს უდრის. საკვლევი საკითხი რომ მნიშვნელოვანი მხოლოდ ჩემთვის ყოფილიყო, სხვა მასწავლებლებს მასში ჩართვის მოტივაცია არ ექნებოდათ და თუ მაინც, ხათრის გამო დამთანხმდებოდნენ, შედეგი სახარბიელო ვერ იქნებოდა,  როგორ, როგორც მკვლევარისთვის მაშინ ყველა დანარჩენი ეტაპი ვერ შესრულდება სრულყოფილად და ინტერვენცია ვერ განხორციელდება. კვლევის შედეგად, გაირკვევა, თუ როგორ შეიძლება ავუმაღლოთ სწავლის  მოტივაცია მე-5 და მე-6 კლასების მოსწავლეებს.  კვლევის შედეგების გამოყენება შეუძლიათ სხვა კლასების მასწავლებლებსაც მოსწავლეების მოტივაციის გაზრდისა და მათი შედეგების გაუმჯობესების მიზნით. მოტივაციის ამაღლება განაპირობებს მოსწავლეების აკადემიური შედეგების გაუმჯობესებას და წარმატებებს. ხოლო  როცა მოსწავლე წარმატებულია, სკოლაც წარმატებულია.
2.2.2 კვლევის მიზანი და ამოცანები:
კვლევის მიზანს წარმოადგენს სსიპ - ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბლის  N1 საჯარო სკოლის  მე-5 და მე-6 კლასის მოსწავლეების დაბალი მოტივაციის საკითხის შესწავლა და მოტივაციის ასამაღლებლად სათანადო ინტერვეციის განხორციელება.
ძირითადი ამოცანები:
*      მოსწავლეთა სწავლის მოტივაციის ამაღლებისთვის უკვე  არსებული ცოდნის გაღრმავება,  ახალი ცოდნის გენერირება და დანერგვა საკუთარ პედაგოგიურ პრაქტიკაში;
*      მოსწავლეების საჭიროებების შესწავლა და მათი გათვალისწინება სასწავლო პროცესში,  სწავლების მრავალფეროვანი მეთოდების  გამოყენება მათემატიკის გაკვეთილებზე, მოსწავლეებში მათემატიკის სწავლის მოტივაციის გაზრდის მიზნით.

2.2.3. კვლევის  პროცესი
კვლევის  პროცესი რამდენიმე ეტაპად დაიყო:
1-ლი ეტაპი- კვლევისთვის მოსამზადებელი სამუშაოების განხორციელება
·         ფოკუს ჯგუფებისა და ინტერვიუებისათვის სადისკუსიო გეგმის მომზადება დანართი  
·         რაოდენობრივი კვლევისათვის კითხვარის შედგენა (იხ.დანართი 2, დანართი 3, დანართი 4)

მე-2 ეტაპი-საკვლევი საკითხის შესწავლა
·         ფოკუს-ჯგუფების ჩატარება მოსწავლეებთან და მშობლებთან (იხ.დანართი 2 და დანართი 3)
·         ინტერვიუ განაყოფების მასწავლებელთან და სხვა პედაგოგებთან( იხ. დანართი 4
·         მოსწავლეთა ანკეტირება დანართი 1

მე-3 ეტაპი- მონაცემთა ანალიზი
მე-4 ეტაპი- ინტერვენციის დაგეგმვა, განხორციელება და შეფასება
2.3 კვლევის ინსტრუმენტები
2.3.1 თვისებრივი კვლევის ინსტრუმენტები
თვისებრივმა კვლევამ საშუალება მომცა სიღრმისეულად გამომეკვლია ჩემი ინტერესთა ჯგუფების (მოსწავლეები, მასწავლებლები, მშობლები) დამოკიდებულება და პოზიცია საკვლევ საკითხთთან დაკავშირებით, გამომეკვეთა ტენდენციები, პრობლემური საკითხები და მომემზადებინა ეფექტური კითხვარი რაოდენობრივი კვლევისთვის.
თვისობრივი კვლევისას გამოყენებულ იქნა შემდეგი ინსტრუმენტები:
·         პირისპირ/ჩაღრმავებული ინტერვიუ
·         ფოკუს ჯგუფი
·         დაკვირვება
სულ ჩატარდა 3 ფოკუს ჯგუფი, რომლებშიც მონაწილეობდნენ მასწავლებლები, მოსწავლეები და მშობლები.
საკითხის სიღრმისეულად შესწავლისათვის შეირჩა ნახევრად სტრუქტურირებული ჩაღრმავებული ინტერვიუ. ჩაღრმავებული ინტერვიუს მიზნით მომზადდა სადისკუსიო  გეგმა, რომელიც იყო ერთგვარი გზამკვლევი/ინსტრუმენტი ინტერვიუერისათვის და დამეხმარა გამეკონტროლებინა ინტერვიუს პროცესი, რათა მიმეღო რესპონდენტისაგან მაქსიმალური ინფორმაცია ჩემთვის საინტერესო საკითხების შესახებ. სადისკუსიო  გეგმამ ხელი შემეწყო მიმეღო თვისებრივი მონაცემები, რამაც შემდგომში მომცა საშუალება შემედარებინა სხვადასხვა ინტერვიუს შედეგად მიღებული ინფორმაცია.
ჩაღმავებული ინტერვიუები წარიმართა ღია კითხვებზე დაყრდნობით  და ინტერვიუს ხანგრძლივობა იყო 15-20 წუთი.
2.3.2 რაოდენობრივი კვლევის ინსტრუმენტები
რაოდენობრივი კვლევის ინსტრუმენტი შემუშავდა თვისებრივი კვლევის განხორციელების შემდეგ, როდესაც გამოიკვეთა ტენდენცია, რომ მოსწავლეთა დიდ ნაწილს მოწონს რუსული ენა მაგრამ ვერ სწავლობს სათანადოდ.
რაოდენობრივი კვლევისათვის მომზადდა 14 კითხვიანი კითხვარი, რომელშიც შედიოდა როგორც დახურული, ასევე ღია კითხვები. კითხვების შევსების ხანგრძლივობა არ აღემატებოდა 15 წუთს.
2.3.3  სამიზნე ჯგუფი
თვისებრივი კვლევის სამიზნე ჯგუფად შეირჩა რესპონდენტთა შემდეგი კატეგორიები:
·         მოსწავლეები
·         მშობლები
·         მასწავლებელი
თვისებრივი კვლევისთვის რესპონდენტთა ამ კატეგორიის შერჩევა განპირობებული იყო იმით, რომ ყველა მათგანი წარმოადგენს მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებით დაინტერესებულ მხარეს: მშობლები, რომ მათ შვილს ჰქონდეს მაღალი შეფასება რუსულ ენაში, ხოლო მასწავლებელს- მისი მოსწავლეები დაინტერესებული იყვნენ რუსული ენით, ჰქონდეთ მაღალი აკადემიური მოსწრება , მოსწავლეები ხალისით სწავლობდნენ რუსულ ენას.
თვისებრივი კვლევა განხორციელდა ჩაღრმავებული ინტერვიუებისა და ფოკუს ჯგუფების მეშვეობით.
რაოდენობრივი გამოკითხვისას შერჩევა მოიცავდა საბაზო საფეხურის მოსწავლეთა  თითქმის ნახევარს, რომელთანაც მე მიხდება მუშაობა - გამოიკითხა 32 მოსწავლე და მათი მშობელი, ასევე 11   პედაგოგი.
ჩემთვის საინტერესო იყო მოსწავლეთა დამოკიდებულება რუსულ ენასთან, რა დროს უთმობდნენ ისინი გაკვეთილის შესწავლას, ეხმარებოდნენ თუ არა სახლში მშობლები, უხსნიდა თუ არა პედაგოგი გაკვეთილს გასაგებად,   რა უშლიდათ ხელს, რომ უკეთ ესწავლათ რუსული ენა, რა უნდა გაეკეთებინა მასწავლებელს , რომ მოსწავლეები დაინტერესებულიყვნენ  რუსული ენით, ასევე როგორი დამოკიდებულება ჰქონდათ რუსული ენის მასწავლებელთან, აბრაზებდნენ თუ არა ისინი მას, იყო თუ არა კლასში დასჯის ან წახალისების მექანიზმები და ა.შ.

2.3.4 კვლევის სანდოობა

კვლევის შედეგების სანდოობაში ეჭვის შეტანის თავიდან ასაცილებლად გამოვიყენე როგორც პირდაპირი ინტერვიუ, ასევე ჩაღრმავებული და ანკეტირება. ჩემი კვლევის პროცესში საკვლევი პრობლემის შესწავლა განხორციელდა სხვადასხვა წყაროებიდან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, კერძოდ პედაგოგებთან განხორციელებული ინტერვიუები, ფოკუს ჯგუფები მოსწავლეებთან, მასწავლებლებთან და მშობლებთან, ანკეტირება. გარდა ამისა მოვახდინე მეორადი მონაცემების ანალიზი.

2.3.5   ცვლილებების თეორიული დასაბუთება

იმისათვის , რომ საგაკვეთილო პროცესი ეფექტიანად წარიმართოს, მოსწავლეს რომ ჰქონდეს და მუდმივად ინარჩუნებდეს სწავლის მოტივაციას,  მასწავლებელი სამი მიმართულებით უნდა იყოს ძლიერი:
·         მასწავლებელი პროფესიონალურად უნდა ფლობდეს მოსწავლეთა მიდგომის უნარებს. მასწავლებელმა უნდაიცოდეს როგორი მეთოდებია უფრო ნაყოფიერი და როგორ მიიღოს საშინაო დავალებით დიდი სარგებელი( მარზანო, მარზანო და ფიქერინფი 2009:4)
·         პედაგოგს უნდა შეეძლოს სასწავლო გეგმის მორგება მოსწავლეთა საჭიროებებზე. ის ეფექტურად უნდა გამოჰყოფდეს სასწავო მასალიდან იმ ინფორმაციას, რომელიც მეტად საყურადღებო აღმოჩნდება მოსწავლისათვის, უნდა ითვალისწინებდეს მოსწავლეთა პიროვნულ შესაძლებლობებს. პედაგოგს უნდა შეეძლოს სხვადასხვა მრავალფეროვანი აქტივობების შემოღება და განხორციელება, რითაც სასწავლო მასალ უფრო გამარტივებულად და ადვილად აღსაქმელად წარმოადგენს ყველა ტიპის მოსწავლისათვის(( მარზანო, მარზანო და ფიქერინფი 2009:4)
·         მასწავლებელმა უნდა შეძლოს კლასის მართვისთვის ეფექტური მეთოდების დანერგვა.
           კლასის ცუდი მართვა პირდაპირ კავშირშია დისციპლინურ დარღვევებთან. აქ საკმარისი არ არის მხოლოდ მასწავლებლის ძალისხმევა, თუ მოსწავლეებს არ ეცოდინებათ საკუთარი მოვ ალეობები და გაკვეთილზე ქცევის წესები.
2.3.6 ინტერვენციის დაგეგმვა
ანკეტირების, ფოკუს ჯგუფების გამოკითხვების, ინტერვუირების შესაბამისად მივიღ ე გადაწყვეტილება ინტერვენციის დაგეგმვის (ჩარევის) შესახებ. ნებისმიერი განხორციელებული ინტერვენცია(ჩარევა) უნდა იყოს ეროვნულ სასწავლო გეგმასთან შესაბამისობაში და უნდა იყოს მიმართული მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებისაკენ.
3. კვლევის შედეგები:
3.1 ფოკუს ჯგუფების შედეგები
პრაქტიკული კვლევის განხორციელების პროცესში საკითხიოს შესწავლის მიზნით, განხორციელდა სამი ფოკუს ჯგუფი, რომელშიც მონაწილეობდნენ მოსწავლეები, მასწავლებლები და მშობლები.
ფოკუს ჯგუფი მოსწავლეებთან
კითხვაზე: მოგწონთ თუ არა რუსული ენა?
9 მოსწავლემ   უპასუხა, რომ მოწონთ საგანი რუსული ენა. 10 მოსწავლემ უპასუხა, რომ ნაწილობრივ მოწონთ.
კითხვაზე: საინტერესოა თუ არა თქვენთვის რუსული ენის საგანი?
10 მოსწავლემ უპასუხა, რომ მათთვის საინტერესოა. 8 მოსწავლემ უპასუხა, რომ ნორმალურია, 1 მოსწავლემ უპასუხა, რომ არ იცის, მისთვის საინეტერსოა თუ არა საგანი რუსული ენა.
კითხვაზე: როგორი ურთიერთობა გაქვთ რუსული ენის მასწავლებელთან ?
 7 მოსწავლემ უპასუხა, რომ ძალიან კარგი ურთიერთობა აქვს. 6 მოსწავლემ ამ კითხვაზე უპასუხა, რომ კარგი ურთიერთობა აქვს, 5 მოსწავლემ უპასუხა, რომ ნორმალური, ხოლო 1 მოსწავლემ- ცუდი.
ეს კითხვა მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის, ვინაიდან მოსწავლე -მასწავლებლის ურთიერთობა ყოველთვის აისახება მოსწავლის სწავლის მოტივაციაზე და მის დამოკიდებულებაზე სწავლის მიმართ.
კითხვაზე: რა სირთულეს აწყდებით რუსული ენის სწავლების დროს, რატომ გვიჭირს რუსული სწავლა?
მოსწავლეებმა ამ კითხვაზე სხვადასხვა პასუხები გამცეს:
v  ძნელია, მას. და ვერ ვსწავლობთ. ინგლისური ასე ძნელი არ არის.
ფოკუს ჯგუფი მშობლებთან
გამოკითხულ მშობლების 40% თვლის, რომ მათ შეუძლიათ დაეხმარონ თავიანთ შვილს რუსულ ენაში, თუკი მას გაუჭირდება.
მშობლების 45% თვლის რომ ვერ ეხმარება თავის შვილს დროის უქონლობის გამო.
მშობელთა 10 %  თვლის , რომ მოსწავლეებს არა მხოლოდ რუსული ენა, არამედ სხვა საგნებიც ნაკლებად აინტერესებთ და გადართულები არიან ტელეფონებსა და კომპიუტერებზე.
მშობლების 5 % თვლის , რომ საჭიროასწავლების ახალი სხვდასხვა  მეთოდები, რომ მოსწავლეები მეტად დაინტერესდნენ არა მხოლოდ რუსულით, არამედ სხვა საგნებითაც.

ფოკუს ჯგუფი მასწავლებლებთან
კითხვაზე- როგორ ცდილობთ დააინტერესოთ მოსწავლე, რომელიც არ სწავლობს თქვენს საგანს პედაგოგებმა გამცეს სხვადასხვა პასუხი:
·         ვცდილობ გავითვალისწინო მათი სურვილები და მოვერგო მათ საჭიროებებს, ვცდილობ გამოვიყენო მრავალფეროვანი აქტივობები.
·         ვცდილობ დავეხმარო ენის შესწავლის მნიშვნელობაში. ვრთავ ჯგუფურ სამუშაოებში, ვიყენებ მრავალფეროვან აქტივობებს მოსწავლეთა საჭიროებიდან გამომდინარე, ვაკეთებთ პროექტებსა და პრეზენტაციებს.
·         ვატარებ ჯგუფურ სამუშაოებს, ვაწყობთ დისკუსიებსა და დებატებს, ვაძლევ საკუთარი თავის თამამად გამოხატვის საშუალებას.
·         ვცდილობ მოვიძიო სპექტაკლები, ფილმები და ვაჩვენო მოსწავლეებს, ამასთან ერთად გავაცნო რაიმე საინტერესო ინფორმაცია ან თავად დავავალო მათ მოსაძიებლად.
·         ვცდილობ გავააზრებინო უცხო ენის როლი, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მისი ცოდნა რეალურ ცხოვრებაში, ხშირად ვრთავ მათ როლურ თამაშებში, ვავალებ დახატონ  ან მოამზადონ გაკვეთილის სესაბამისი პლაკატები, საუკეთესოს ვაკრავთ კედელზე. ვიყენებ მრავალფეროვან აქტივობებს, ხშირად ვავალებ პრეზენტაციების მომზადებას.
·         ვიყენებ თემასთან დაკავშირებულ სახალისო აქტივობებს სასწავლო თამაშების სახით, ინტერნეტის საშუალებით ვთხოვ მოიძიონ ინფორმაცია თემასთან დაკავშირებით.
·         ვესაუბრები უცხო ენის მნიშვნელობაზე, ვიყენებ სხვადასხვა სახის სახალისო აქტივობებს. ვავალებ მოიძიოს მისთვის საინტერესო ინფორმაცია ინტერნეტში.
·         ვცდილობ სახალისო მარტივი ტესტებით დავაინტერესო მოსწავლეები.

3.2 მეორადი მონაცემების ანალიზი.
 განვახორციელე მეორადი მონაცემების ანალიზი- მოსწავლეთა საშუალო აკადემიური მოსწრება 1-ელ სემესტრის დასრულს. მე-8 და მე-9 კლასების მოსწრების საშუალო ქულა იყო -„7 „

3.3 რაოდენობრივი კვლევის შედეგები
დიაგრამა 1

დიაგრამა 2
                                    
კითხვაზე მოგწონთ თუ არა რუსული ენა 47% უპასუხა, რომ მოწონს ხოლო 53%-ნაწილობრივ.
  საინტერესოა, თუ არა თქვენთვის ეს საგანი, გამოკითხულთა  53 % უპასუხა -დიახ, 42% -ნორმალურია, ხოლო 5%- არ ვიცი
დიაგრამა 3

კითხვაზე, როგორი ურთიერთობა გაქვთ რუსული ენის მასწავლებელთან, გამოკითხულთა 36% თვლის, რომ ძალიან კარგი ურთიერთობა აქვს მასწავლებელთან.
37% თვლის, რომ აქვს კარგი ურთიერთობა, 26% თვლის - ნორმალური, ხოლო 1%- ცუდი.





დიაგრამა 4

კითხვაზე გათვალისწინებულია, თუ არა თქვენი ინტერესები საგნის შესწავლისას, მოსწავლეთა  75 % თვლის, რომ გათვალისწინებულია.
20 % თვლის-ნაწილობრივ
5%  -არ იცის, გათვალისწინებულია, თუ არა მათი ინტერესები.





დიაგრამა 5


მოსწავლეთა 67% საშინაო დავალების შესრულებას უთმობს ნახევარ საათს, 28% -ერთ საათს, ხოლო 5% -კლასში მეგობრისგან იწერს.






დიაგრამა 6
კითხვაზე ეხმარება თუ არა სახლში მშობელი მოსწავლეთა 79% პასუხობს-დიახ.
16% პასუხობს ვერ მეხმარება დროის უქონლობის გამო
5%- არ მეხმარება









დიაგრამა 7

კითხვაზე გიხსნით თუ არა მასწავლებელი გასაგებ ენაზე, გამოკითხულ მოსწავლეთა100% თვლის, რომ დიახ.
დიაგრამა 8
გამოკითხულ მოსწავლეთა 84% თვლის, რომ გაკვეთილზე იყენებს კომპიუტერს, ხოლო 16% თვლის, რომ არ იყენებს.
დიაგრამა 9
კითხვაზე გაქვთ თუ არა ჯგუფური დავალებები 50% თვლის, რომ აქვთ,
10% -არ აქვთ, 40%- ხანდახან.
დიაგრამა  10
გამოკითხულ მოსწავლეთა 84 % თვლის, რომ მათ მასწავლებელი აქებს, ხოლო დანარჩენი 16% თვლის, რომ მათ მასწავლებელი აქებს ხანდახან.



დიაგრამა 11
გამოკითხულ მოსწვლეთა 63% თვლის, რომ მასწავლებელს აბრაზებს ხანდახან, ხოლო დანარჩენი 37% თვლის , რომ არ აბრაზებს.

დიაგრამა 12

გამოკითხულ მოსწავლეთა 79% თვლის, რომ მასწავლებელი არ იყენებს დასჯის მეთოდს, ხოლო დანარჩენი 21 %-იშვიათად იყენებს.

3.4 კვლევის ძირითადი დასკვნები
კვლევის შედეგად მიღებული მომაცემების ანალიზზე გამოიკვეთა შემდეგი საკითხები:
გამოკითხულ მოსწავლეთა უმრავლესობისთვის საგანი საინტერესოა და მოწონს საგანი, მაგრამ მიუხედავად ამისა, მაინც ვერ(არ) სწავლობენ.
მასწავლებელი იყენებს საგაკვეთილო პროცესში თანამედროვე ტექნოლოგიებს, კომპიუტერს.
მასწავლებელი ნაკლებად იყენებს ჯგუფურ სამუშაოებს.
მასწავლებელი დასჯის მეთოდებს არ იყენებს, თუმცა წაახალისებს მათ სიტყვიერად, შექებით.
მასწავლებელსა და მოსწავლეებს შორის არის კარგი ან ნორმალური ურთიერთობა, რაც თავისთავად მოქმედებს მოსწავლის მოტივაციაზე.

3.5 ინტერვენციის განხორციელება
ფოკუს ჯგუფების, ინტერვიუებისა და ანკეტირების შედეგად გამოკვეთილი ტენდენციების შესაბამისად, მასწავლებელმა მიიღო გადაწყვეტილება ინტერვენციის დაგეგმვის შესახებ:
რუსული ენის გაკვეთილების გამრავალფეროვნება, მოსწავლეების მოტივაციის ამაღლების მიზნით.
სხვა პედაგოგების პრაქტიკის გაზიარებიდან გამომდინარე, პედაგოგმა მოსწავლეებს შესთავაზა რიგი აქტივობები, რომელიც მოსწავლეებს მოტივაციას აუმაღლებდა რა რა თქმა უნდა ეს აქტივობები უნდა ყოფილიყო ეროვნული სასწავლო მიზნებიდან გამომდინარე. კერძოდ:
·         სასწავლო რესურსების , მათ შორის ელექტრონული რესურსების გამოყენება საგაკვეთილო პროცესში
·         ჯგუფური დავალებების მიცემა მოსწავლეებისათვის;
·         თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება ახალი მასალის ახსნისას და პრეზენტაციების გაკეთება.

აღსანიშნავია,რომ მასწავლებელმა შესთავაზა მოსწავლეებს ელექტრონული ფოსტის გახსნა და ელ. რესურსის გადაგზავნა მათთვის, ეს სიახლე მოსწავლეებს ძალიან მოეწონათ. მათ პედაგოგის დახმარებით შექმნეს ელ. ფოსტა და იმუშავეს  მასწავლებლის მიერ  შექმნილ ელექტრონული სასწავლო რესურსზე, რაც ძალიან სახალისო და ინოვაციურიც აღმოჩნდა.
გარდა ამისა, მასწავლებელმა ასწავლა მოსწავლეებს პროგრამა “Power point”- ში მუშაობა,
სასწავლო თემასთან შესაბამისად აძლევდა დავალებებს პრეზენტაციების მომზადებას, რაც ასევე მოსწავლეებს ძალიან მოწონდათ , დიდი ხალისით აკეთებდნენ და მასწავლებელს ელ.ფოსტაზეც უგზავნიან.
ამ ტიპის დავალებებით მოსწავლეებს უვითარდებათ 21-საუკუნის უნარჩვევები და უმაღლდებათ შინაგანი მოტივაცია.
ზემოაღნიშნულ დავალებების შესრულება  მოსწავლეებს უწევდათ როგორც ინდივიდუალურად, ასევე წყვილებში და  ჯგუფებშიც, რაც მოსწავლეთა შორის ურთიერთთანამშრომლობას უწყობს ხელს.
3.7 ინტერვენციის შეფასება
ინტერვენციის შესაფასებლად გამოვიყენე ჩაღრმავებული ინტერვიუ მოსწავლეებთან, თუ რამდენად მოწონთ ამ ტიპის რუსული ენის გაკვეთილები, და პასუხად ერთხმად, ყველას მოწონს.
სასწავლო წლის ბოლოს კლასის საშუალო ქულამ შესამჩნევად აიწია.
თუ პირველი სემესტრი ბოლოს მე-8 და მე-9 კლასების საშუალო მოსწრება იყო 7 ქულა, მეორე სემესტრის დასასრულს ეს შეფასება იყო - 7,4 და 7,3 .


4. დასკვნა
მასწავლებელმა ყოველთვის უნდა გამოიყენოს სწავლების თანამედროვე მეთოდები, რათა დააინტერესოს მოსწავლეები თავის საგნით და აუმაღლოს მათ სწავლის მოტივაცია.

5. რეკომენდაციები:

·         საგაკვეთილო პროცესი მასწავლებელმა გახადოს უფრო მრავალფეროვანი სხვადსხვა ჯგუფური და ინდივიდუალური აქტივობების გამოყენებით.
·         საგაკვეთილო პროცესში გამოიყენოს მრავალფეროვანი რესურსები.
·         საგაკვეთილო პროცესში უფრო ფართოდ გამოიყენოს თანამედროვე ტექნოლოგიები.

    დანართები     
დანართი 1                                 
კითხვარი მოსწავლეებისათვის
კითხვარის მიზანია გავიგო თქვენი დამოკიდებულება რუსული ენის საგნის და საგნის მასწავლებლის მიმართ და გავაანალიზო რა განაპირობებს თქვენს მოტივაციას რუსული ენის სწავლებისას.
კლასი----------------
სქესი:      □    გოგო   □  ბიჭი
1.      მოგწონთ თუ არა რუსული ენის საგნის სწავლა?
დიახ             არა        ნაწილობრივ                       არ ვიცი   
       2.როგორ ფიქრობთ, საინტერესოა თუ არა რუსული ენის გაკვეთილი?
            საინტერესოა                      ნორმალურია            არ არის საინტერესო          არ ვიცი
3.როგორი ურთიერთობა გაქვს თქვენი რუსული ენის მასწავლებელთან?
ძალიან კარგი              კარგი                  ნორმალური                 ცუდი                ძალიან ცუდი
4.როგორ ფიქრობთ გაკვეთილზე გათვალისწინებულია თქვენი ინტერესები და შესაძლებლობები?
                            დიახ               ნაწილობრივ    არა            არ ვიცი
5.რა დროს უთმობთ სახლში რუსული ენაში საშინაო დავალების  შესრულებას?
ნახევარი საათი.     ერთი საათი.     არ ვასრულებ საშინაო დავალებას.  კლასში ვიწერ თანაკლასელისგან
6. გეხმარებათ თუ არა სახლში მშობელი, თუ გაგიჭირდება საშინაო დავლების შესრულება?
   დიახ                               არა                   ვერ მეხმარება, დროის უქონლობის გამო
7.მასწავლებელი გიხსნით თუ არა გაკვეთილს გასაგებად?
             დიახ                     არა                          ვერ გამიგია, იმიტომ რომ არ ვუსმენ
8.იყენებთ გაკვეთილზე კომპიუტერს თუ არა?
დიახ                     არა
9. გაქვთ თუ არა ჯგუფური დავალებები რუსული ენის გაკვეთილზე?
დიახ                            არა                   ხანდახან
10. შეგაქებთ თუ არა მასწავლებელი, როდესაც მოეწონება თქვენი შესრულებული დავალება ან იაქტიურებთ გაკვეთილზე?
დიახ                 არა                  ხანდახან
11 აბრაზებთ თუ არა რუსული ენის მასწავლებელს?
დიახ                    არა                   ხანდახან

12 რამდენად ხშირად იყენებს რუსული ენის მასწავლებელი დასჯის ფორმებს?
ხშირად                    იშვიათად                           არ იყენებს
13 თქვენი აზრით რა უნდა გააკეთოს მასწავლებელმა იმისათვის , რომ თქვენ მოგეწონოთ გაკვეთილი?


13.რა   გიშლით ხელს, რომ  თქვენ უკეთ ისწავლოთ  ისწავლოთ რუსული ენა?

--------------------------------------------------------------------------------------------------------------------მადლობას გიხდით თანამშრომლობისთვის!  

დანართი 2
ფოკუს ჯგუფისთვის                                              თარიღი   18 აპრილი 2018 წელი
მოსწავლეების კითხვარი
მოგწონთ თუ არა საგანი რუსული ენა?
საინტერესოა თუ არა თქვენთვის საგანი რუსული ენა?
როგორი ურთიერთობა გაქვთ მასწავლებელთან?
მასწავლებელი გამოარჩევს თუ არა მოსწავლეებს?
იცნობთ თუ არა თქვენს უფლება-მოვალეობებს?
იყენებთ თუ არა საგაკვეთილო პროცესში თანამედროვე ტექნოლოგიებსა და სხვადსხვა მეთოდებს?
აბარებთ თუ არა მშობლებს გაკვეთილებს (კი/არა-რატომ?)


დანართი 3                                                 კითხვარი მშობლებს

ძვირფასო მშობლებო!   სსიპ ქალაქ ვალის N1 საჯარო სკოლის რუსული ენის მასწავლებელი და დირექტორი ირაგიორგაძე  ვატარებ საკუთარი პრაქტიკის კვლევას მოსწავლეთა მოტივაციის და ცოდნის დონის ასამაღლებლად რუსულ ენაში. ეს კითხვარი დამეხმარება უკეთ გავიგო და გავაცნობიერო, თუ როგორ ავამაღლო მოსწავლეთა მოტივაცია და ცოდნის დონე რუსულ ენაში.

რომელ კლასში სწავლობს თქვენი შვილი? (შემოხაზეთ ერთერთი)
ა) მე-8
ბ) მე-9

რა დროს უთმობს თქვენი შვილი რუსული ენის მომზადებას?
ა) ნახევარ საათს
ბ) ერთ საათს
გ) საათნახევარს
დ) დროის უქონლობის გამო   ვერ ვაკონტროლებ

შეგიძლიათ დაეხმაროთ თქვენს შვილს, თუკი მას რაიმე გაუჭირდა რუსულ ენაში?
ა) დიახ
ბ) არ შემიძლია
გ) ხანდახან
 თქვენი აზრით, თუ თქვენს შვილს აქვს დაბალი შეფასება რუსულ ენაში, რას უკავშირდება?
ა) ვერ სწავლობს მოსწავლე სათანადოდ
ბ) პრობლემა აქვს მასწავლებელთან
გ) კლასში გაკვეთილზე არის კლასის მართვის პრობლემა (ხმაურია, ცელქობენ გაკვეთილზე)?
ჩაწერეთ სხვა, რასაც თვლით საჭიროდ---------------------------------------------------------------------

მადლობა თანამშრომლობისთვის.

დანართი 4                                      კითხვარი პედაგოგებს.

ვატარებ კვლევას „ როგორ ავამაღლო სწავლის მოტივაცია მოსწავლეებში რუსულ ენაში?“ გთხოვთ შეავსოთ ეს კითხვარი, რომელიც დამეხმარება თქვენი გამოცდილების გასაზიარებლად.
რომელ საგანს ასწავლით?----------------------------------------------------
როგორ ფიქრობთ, მოწონთ მოსწავლეებს საგანი, რომელსაც თქვენ ასწავლით?
-----------------------------------------------------------------------------------------
იყენებთ თუ არა გაკვეთილზე კომპიუტერს?
დიახ                                არა                            ხანდახან
როგორ ცდილობთ დააინტერესოთ მოსწავლე, რომელიც არ სწავლობს თქვენ საგანს?



როგორ ახერხებთ  მოსწავლის მოტივაციის ამაღლებას?


იყენებთ თუ არა წახალისების ფორმებს და რას?-----------------------------------------------------

იყენებთ თუ არა მოსწავლის  დასჯის ფორმებს  და რას?------------------------------------

თქვენი აზრით, რატომ არ სწავლობს ბავშვი თქვენ საგანს?


    მადლობა თანამშრომლობისთვის.


გამოყენებული ლიტერატურა:

1.      მარზანო, რ. ი. მარზანო და დ. ფიქერინგი. 2009. კლასის მართვა: კვლევებზე დაყრდნობით შემუშავებული მეთოდები მასწავლებლებისთვის. თბილისი: სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი.      

2.      უზნაძე, დიმიტრი. სასკოლო ასაკის ფსიქოლოგია. თბილისი , 2005 წელი

3.      რ. ტყემალაძე, ნ. დალაქიშვილი, ქ. თოფაძე, თ. პაჭკორია, თ. ბუწაშვილი. 2008 . სწავლება და შეფასება. სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი,
თბილისი.
კვლევის რეფლექსია    

























Comments

Popular posts from this blog