ადვოკატირება - ახალგაზრდები უკეთესი განათლებისთვის

სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი (CDI), World Vision-თან პარტნიორობითა და ევროკავშირის დაფინანსებით ახორციელებს პროექტს სკოლის ახალგაზრდული ჯგუფების მხარდაჭერა ეფექტური და მდგრადი გადაწყვეტილებებისათვის  (SYNCS), რომლის მიზანია საქართველოში ახალგაზრდების აქტიური მონაწილეობა ადგილობრივი პრობლემების გადასაჭრელად.

პროექტის ფარგლებში დაგეგმილია კახეთში, შიდა ქართლში, ქვემო ქართლში, სამცხე-ჯავახეთში, იმერეთსა და სამეგრელოში ადვოკატირების კამპანიის - ახალგაზრდები უკეთესი განათლებისთვის - მხარდაჭერა. სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი დააფინანსებს 24 ადვოკატირების კამპანიას.

თითოეული ადვოკატირების კამპანიის მაქსიმალური ღირებულებაა 2500 ლარი.

იმისთვის, რომ დაფინანსება შეუფერხებლად მოხდეს, გთხოვთ რაც შეიძლება ზუსტად მოგვაწოდოთ ინფორმაცია განმცხადებლის შესახებ, აღწეროთ ადვოკატირების კამპანია და მოგვაწოდოთ დეტალური ბიუჯეტი.
განაცხადის შერჩევის შემთხვევაში, სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტსა და განმცხადებელს შორის გაფორმდება მემორანდუმი და  ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც გადმოირიცხება მოთხოვნილი თანხა. ხელშეკრულების გაფორმებამდე შესაძლოა განმცხადებელს დაუკავშირდნენ სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტიდან, პროექტის დეტალების დასაზუსტებლად ან შესათანხმებლად.
გთხოვთ განაცხადი გამოგვიგზავნოთ ელექტრონულ ფოსტაზე civicdevelopmentinstitute2005@gmail.com, არაუგვიანეს 2017 წლის 24 ივლისისა.
სათაურის ველში ჩაწერეთ: ახალგაზრდები უკეთესი განათლებისთვის

1.    ოფიციალური ინფორმაცია


წარმდგენი ორგანიზაცია, არარეგისტრირებული ახალგაზრდული ჯგუფი - დასახელება
სსიპ - ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბლის საჯარო სკოლა
წარმდგენის მისამართი: მუნიციპალიტეტი, ქალაქი, სოფელი
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი, სოფელი კაბალი

ადვოკატირების პროექტის სახელწოდება:

ძმაო, ძმითა ხარ ძლიერი!
ორგანიზაციის/არარეგისტრირებული ახალგაზრდული ჯგუფის ხელმძღვანელი/პასუხისმგებელი პირი

ლამარა ტაბატაძე
ტელეფონი

577316248
ელექტრონული ფოსტა

lamaratabatadze@gmail.com
პროექტის ავტორი
ელშან ასკაროვი
ტელეფონი
577730677
ელექტრონული ფოსტა

Elsanaskarovi@gmail.com
ჯამურად მოთხოვნილი თანხის ოდენობა (ლარში)
2430
პროექტში ჩართული ორგანიზაციების ან/და ჯგუფების ჩამონათვალი
სსიპ - ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბლის #1 საჯარო სკოლა (აზერბაიჯანული);   სსიპ - ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაისუბნის საჯარო სკოლა (ქართული).

2.    ადვოკატირების კამპანიის აღწერა

მოველით, რომ პროექტის განხორციელების შემთხვევაში მოხდება შემდეგი ცვლილებები:
1.       განმტკიცდება კულტურათშორისი ურთიერთობები;
2.       გაუმჯობესდება პროექტის მონაწილე ქართველი და აზერბაიჯანელი ბავშვების ინტეგრაციის ხარისხი.
3.       ამაღლდება  მოსწავლეების  წიგნიერების დონე  სახელმწიფო ენაში;

2.2 ადვოკატირების განხოციელების გზები
აღწერეთ (მაქსიმუმ 300 სიტყვა), როგორ გამოიყენებთ დაფინანსებას, ზემოთ აღწერილი ცვლილების მისაღწევად. რამდენი ადამიანი გაიგებს სკოლისა და საზოგადოების თანამშრომლობის აუცილებლობის შესახებ? რა გზებით? რა საკითხებს გაეცნობიან საზოგადოების წარმომადგენლები? როგორ აპირებთ მშობლების, ადგილობრივი ხელისუფლების, ბიზნესისა და საზოგადოების წარმომადგენლების ჩართვას, მათ ინფორმირებას?
                      
 პროექტი  ხორციელდება  ორ სკოლაში ამიტომ საჭიროა:
ა)  კოორდინატორის არჩევა.
ბ)   ფოტოგრაფის შერჩევა.  
       შეიქმნება და დარეგისტრირდება „ახალგაზრდული ინიციატივების მხარდამჭერთა ასოციაცია“, რომელიც დაეხმარება ახალგაზრდებს პრობლემების მოგვარებაში. იმუშავებს იმაზე, რომ სკოლას და დანარჩენ საზოგადოებას პროექტის დასასრულს მეტი საერთო ჰქონდეთ. კაბლის №1 საჯარო სკოლაში გამოიყოფა ფართი, სადაც იმუშავებს  ასოციაცია მოსწავლეთა თვითმმართველობასთან ერთად.  ისინი იზრუნებენ სარემონტო სამუშაოებში მშობლების თანამონაწილეობაზე.  ჟურნალში და ბლოგზე წახალისებულ იქნება მშობლების ჩართულობა ახალგაზრდებისა პრობლემების მოგვარებაში. ბლოგის, ჩატარებული ღონისძიებების და რადიო ჰერეთის ეთერის მეშვეობით მრავალი ადამიანი გაიგებს სკოლისა და საზოგადოების თანამშრომლობის აუცილებლობის შესახებ.  ახალგაზდები მოახდენენ პრობლემების პრიორიტეტებად დალაგებას  და პროექტის ფარგლებში განხორციელებული ღონისძიებების დროს ჩატარდება საქველმოქმედო აქციები  პრობლემების მოსაგვარებლად.
I.             „ახალგაზრდული ინიციატივების მხარდამჭერთა ასოციაციის“ შექმნა
II.             ბლოგის შექმნა სახელწოდებით „ძმაო, ძმითა ხარ ძლიერი“.  (პროექტის მიმდინარეობის ამსახველი მთელი მასალა და ყველა შექმნილი პროდუქტი განთავსდება ბლოგზე. გარდა ამისა, ყველა ღონისძიებაზე მოვიწვევთ ადგილობრივ მედიას ღონისძიებების გაშუქების მიზნით).
III.          ქართული კედლის გაზეთების კონკურსის მოწყობა სლოგანით - „სადაც ვშობილვარ, გავზრდილვარ“.
საქმიანობები:
1:  კონკურსით გამოვლინდება და სკოლებში  გამოიფინება  გამარჯვებული კედლის გაზეთები თითო კვირით.
2:  მოხდება გამარჯვებულის კედლის  დაჯილდოება  საპატიო სიგელებით და ფასიანი საჩუქრებით.

IV.         საყმაწვილო ლიტერატურული ორენოვანი ჟურნალის „მეგობრობის“ გამოცემა.
საქმიანობები:
1 :  მოსწავლეების მიერ მოხდება მასალების შეგროვება ჟურნალისთვის პროექტის მიმდინარეობის მთელ პერიოდში. (წინასწარ  შეადგენენ კითხვარებს და გააკეთებენ ინტერვიუებს, მათ შორის ექსკურსიის დროსაც).
 2:  ჟურნალის პრეზენტაცია სკოლის საზოგადოებისა და თვითმმართველობის წინაშე.
3:  ჟურნალის ელექტრონული ვერსიის განთავსება სკოლის ბლოგზე.
V.           დასკვნითი კონცერტის  „ძმაო ძმითა ხარ ძლიერი“   მომზადება
საქმიანობები
 1: საინიციატივო ჯგუფის შექმნა  კონცერტის ნომრების მომზადების მიზნით, ნომრების მომზადება.
2: აფიშების და მოსაწვევების დამზადება,  კონცერტის შესხებ ინფორმაციის განთავსება ს ბლოგზე, განცხადების გაკეთება რადიო „ჰერეთის“  ეთერში.
3: კონცერტის გამართვა კაბლის და ბაისუბნის საჯარო სკოლებში.

VI.         საქართველოს  უკეთ გაცნობის მიზნით ექსკურსიის მოწყობა
საქმიანობები:
1: ექსკურსიის წინა აქტივობები:
·         მარშრუტის შერჩევა, მასალების მოძიება მარშრუტში შემავალი ობიექტებისა და  პიროვნებების შესახებ.

 2: ექსკურსიის დროს შესასრულებელი აქტივობები: 

·         თითოეული ღირსშესანიშნაობის დათვალიერებამდე წინასწარ შექმნილი ინტერნაციონალური ჯგუფები დასხდებიან ცალ-ცალკე  გონებრივი იერიშის მეთოდით გამოავლენენ ყველაფერს რაც იციან მოცემული ობიექტის შესახებ.
·         „ფოტოგრაფები“ მოახდენენ ფოტოების გადაღებას და ექსკურსიამძღოლის ნაამბობის აუდიოჩაწერას მობილურ ტელეფონებზე.
·          დათვალიერების შემდეგ ინტერნაციონალური ჯგუფები  მოახდენენ იმის პრეზენტაციას, თუ რა გაიგეს ახალი.

4: ექსკურსიის შემდგომი აქტივობა:
·         გამრავლდება ექსკურსიის მსვლელობის დროს ჩაწერილი აუდიომასალა და ფოტოები.  მასწავლებლებს მათი გამოყენაბა შეეძლებათ  შემდგომში გაკვეთილებზე, სხვადასხვა ხასიათის აქტივობების დროს.

VII.        კონკურსის „ერთიანი საქართველოს“ ჩატარება
            საქმიანობები:
1: ინტერნეტიდან A4 ფორმატის ზომის 16 მართკუთხედისგან შედგენილი საქართვბელოს რუკის ამოღება ნაწილებად, 2 კომპლექტი.

 2: თითოეული სკოლის მათემატიკის მასწავლებლები შეადგენენ 16 მარტივი ტიპის  მაგალითს, რომელთა პასუხებიც 1-დან თექვსმეტამდე რიცხვებია და დალუქული კონვერტით წარადგენენ.

 3:  ჟიურის წევრები  რუკის კომპლექტის თითოეულ ნაწილზე უკანა მხრიდან აწერენ  მაგალითს და გადასცემენ გუნდებს,  16 ნაწილად დაყოფილ დიდ ფორმატთან ერთად.  ჯიურის ნიშანზე ბავშვები იწყებენ მაგალითების ამოხსნას და პასუხის შესაბამის მართკუთხედში რუკის ნაწილის ჩაწებებას. გამარჯვებულია ყველა გუნდი, ვინც 20 წუთის განმავლობაში მოასწრებს საქართველოს რუკის აწყობას და     დაიძახებს: „ერთიანი საქართველო“)
4: მოსწავლეთა შერეული ჯგუფები მოიძიებენ ინფორმაციას საქართველოს თითო კუთხის შესახებ, მოამზადებენ პლაკატებს დახატავენ ნახატებს და გამოფენენ ათ კონკურსის მსვლელობის დროს. კონკურსის დასრულების შემდეგ მოახდენენ ჯგუფის ნამუშევრების პრეზენტაციას.







Comments

Popular posts from this blog