Posts

Showing posts from July, 2024
 სასკოლო საზოგადოებას და ყველა დაინტერესებულ პირს გთავაზობთ სკოლისა და თემის საჭიროებების კვლევას, რომელიც სსიპ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბლის N1 საჯარო სკოლის მასწავლებელმა ლამარა ტაბატაძემ ჩაატარა.   კვლევის შედეგად   გამოიკვეთა მთავარი პრობლემა:  სახელმწიფო ენის ფლობის დაბალი დონე. გავეცანით შესაბამის პროფესიულ ლიტერატურას უფრო საფუძვლიანად და დაიგეგმა და განხორციელდა ინტერვენციები როგორც ფორმალური, ისე არაფორმალური განათლების  ინსტრუმენტების გამოყენებით.  ინტერვენციები არაფორმალური სწავლების ჩართვის შესაძლებლობასაც იძლეოდა. შედეგად გაუმჯობესდა მოსწავლეების აკადემიური შედეგებიც, რადგან არაფორმალურ განათლებას აქვს ფორმალურის შემავსებელი ფუნქცია და ავითარებს უნარებს, რომლებიც ძალიან ეხმარება ფორმალურ განათლებას.   შეგიძლიათ  აღნიშნულ კვლევას გაეცნოთ შემდეგ    ბმულზე  
 კაბლის N1 საჯარო სკოლაში მათემატიკის წამყვანმა მასწავლებელმა ლამარა ტაბატაძემ განახორციელა  სკოლის და თემის საჭიროებების კვლევა,  რომელმაც აჩვენა, რომ სასკოლო საზოგადოება მთავარ პრობლემად თვლის სახელმწიფო ენის ფლობის დაბალ კომპეტენციას. სკოლამ გადაწყვიტა ამ პრობლემის მოსაგვარებლად არაფორმალური განათლებისა და სწავლების სტრატეგიების გამოყენება.  პროექტის "ძმაო, ძმითა ხარ ძლიერი"  ფარგლებში დაიდგა სპექტაკლი "შიშველი მეფე"   ქართულ ენაზე  მათემატიკის წამყვანი მასწავლებლის ლამარა ტაბატაძის ხელმძღვანელობით,  მომზადდა სიტყვები და მონტაჟები, დაიხატა პოსტერები  ქართული როგორც მეორე ენის მასწავლებლის ნონა მაისურაძის ხელმძღვანელობით, მომზადდა ქართული ცეკვები და სიმღერები ქართული როგორც მეორე ენის მასწავლებლების ელზა მუსალიევას და ხათუნა გოგობერიშვილის და ხელოვნების მასწავლებლის მალაჰათ ალიევას ხელმძღვანელობით.  პროექტი მიზნად ისახავდა ქართული ენის შესწავლის მხარგაჭერას არაფორმალურ გარემოში.   ჩვენი ნამუშევარი საზოგადოებას დედაენის დღისადმი მიძღვნილ ზეიმზე წარვუდგინეთ ამა წლის
 კაბლის N1 საჯარო სკოლაში მათემატიკის მასწავლებლის ლამარა ტაბატაძის ხელმძღვანელობით დაიდგა სპექტაკლი "ბოროტსა სძლია კეთილმან".  სპექტაკლის მიზანი იყო ქართული ენის სწავლების ხელშეწყობა არაფორმალურ გარემოში. სპექტაკლით მონაწილეობა მივიღეთ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ დამოცხადებულ კონკურსში  "ჩემი პირველი ქართული როლი".  სპექტაკლმა ჟიურის განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა და სკოლას გადაეცა სიგელი და ხუთასლარიანი წიგნების მაღაზიის ვაუჩერი.  ბავშვებმა თვითონ შეადგინეს მათთვის სასურველი წიგნების სია და შევიძინეთ საბავშვო ლიტერატურა ქართულ ენაზე.  პირველი ბმული;