Posts

Showing posts from June, 2024
  ჩვენს სკოლაში ჩატარდა  პოეზიის საღამო სამშობლოს სიყვარულის თემაზე. ეს იყო ერთობლივი პროექტი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ თელის საჯარო სკოლასთან. საღამო მოამზადეს მასწავლებლებმა ლამარა ტაბატაძემ, ნონა მაისურაძემ ,  და ელზა მუსალიევამ. თელის საჯარო სკოლიდან საღამოს მომზადებაში მონაწილეობდნენ ინგლისური ენის პედაგოგი ციცინო შემშენოვი და მუსიკის მასწავლებელი ნონა გელაშვილი.  მოსწავლეებმა ძალიან მოინდომეს,გაეჯიბრნენ ერთმანეთს საქართველოს სიყვარულში  და საღამო ნამდვილ პოეზიის ზეიმს დაემსგავსა. დიდი მადლობა ორგანიზატორებსაც და მონაწილეებსაც. 
Image
დედაენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა 15 აპრილს, სოფელ კაბლის # 1 საჯარო სკოლაში. ღონისძიების მომზადებაში აქტიურად მონაჭილეობდნენ მასწავლებლები ლამარა ტაბატაძე, ნონა მაისურაძე და ელზა მუსალიევა. ლამარა ტაბატაძის ხელმძღვანელობით დაიდგა სპექტაკლი "შიშველი მეფე" სპეციალურად დედაენის დღისთვის, ხოლო მონტაჟებსა და ცეკვებზე იზრუნეს ელზა მუსალიევამ და ნონა მაისურაძემ. ჩვენს მიერ მიერ ქართული ენისადმი მიძღვნილ ღონისძიებას ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, კახა ჯამბურია, მუნიციპალიტეტის მერი , ჯონდო მდივნიშვილი, საკრებულოს სოციალური, კულტურის, განათლების და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე ეკატერინე ლეკიაშვილი, საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი, ხათუნა შუშტაკაშვილი და საჯარო სკოლის პედაგოგები დაესწრნენ. დედაენის დღე საქართველოში 1990 წლიდან აღინიშნება. 1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების მიხედვით, საქართველოს რესპუბლიკაში ქ
Image
    ₾იტერატურული ალმანახი სსიპ   ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბლის N1   საჯარო   სკოლა       Pişikl ə r dünyasında S e vinc İbrahimov a სევინჯ იბრაგიმოვა წინასიტყვაობა  სიტყვების ტვირთივი მძიმე და მტკივნეული ხდება ხანდახან ადამიანისთვის. როცა  მოხუცებული ხარ და უყურებ წიგნის გვერდებზე განფენილ სიტყვებად წოდებულ ჭეშმარიტებას. გეშინია, ვაი, თუ ეს ბოლო ფურცლებია?  ამ დროს დიდი  ქართველი მწერლის შოთა ნიშნიანიძის სიტყვები თითქოს თავისით მოფრინავენ:                    "ჰეი, ვინ მოდის მანდ, მომავლიდან?"  არც როგორც მწერალი,  არც როგორც მკითხველი, სიტყვას ზერელედ  არასდროს ვეკიდებოდი, მაგრამ არასოდეს მიმიღია სიტყვა ისე სერიოზულად როგორც ახლა (მგონი), ღმერთო!  ოსტატი ვაგიფ ბაიათლი, აზერბაიჯანის ერთ-ერთი დიდებული პოეტი, თავის ერთ-ერთ ლექსში წერს: " სამეფო ცხენიდან  და მეშვიდე ციდან  ვერ ჩამოვარდები  !" დიახ, ზემოაღნიშნული სიტყვა სწორედ ამ წუთში მოვიდა, თავის პოზიცია დაიჭირა და დაიწყო ცრუ სიტყვების, ცრუ პათოსისა და ხმაურის  გაფანტვა. ბოლოს და ბო